ვოლოდიმირ ზელენსკი - გვსურს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს, გადასახადების გადამხდელ ამერიკელებს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც მათ უკრაინას გაუწიეს და მათ ამ დახმარების გაგრძელება სთხოვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა შუალედური არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.
„ჩვენ მადლობელი ვართ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ნამდვილად გვსურს, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის მხარდაჭერის შენარჩუნება, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა აგზავნის ძალიან მნიშვნელოვან, მძლავრ სიგნალს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

























