უკრაინელი სამხედროები სნიჰურივკას დასახლების ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებენ

უკრაინის 131-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონმა „ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, გადაღებულია მიკოლაივის ოლქის სნიჰურივკას დასახლებაში.
„დღეს, 2022 წლის 10 ნოემბერს, 131 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ძალებმა სნიჰურივკას დასახლება გაათავისუფლეს დიდება უკრაინას!”,- აცხადებენ უკრაინელი სამხედროები ვიდეოში.
უკრაინელი სამხედროების დასახლებაში ყოფნის ამსახველი ვიდეო „ტვიტერზეც“ გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ სნიჰურივკა ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 35 მილის დაშორებით მდებარეობს.

























