ნუგზარ წიკლაური -  რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა

რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე რაღაც უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მე მგონი, აღარ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, პარტიის წევრების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტიაში არჩევნების წესთან დაკავშირებით მოსაზრება ორად იყოფა. წიკლაურის განმარტებით, ნაწილი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის არჩევა ლოკალურად უნდა მოხდეს, ნაწილის მოსაზრებით კი, არჩევნები მხარდამჭერების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„უმთავრესი გახლავთ, როგორი იქნება არჩევნები ჩართულობის თვალსაზრისით. არის მოსაზრება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ლოკალურმა ჯგუფებმა აირჩიონ პარტიის თავმჯდომარე, მაგალითად, მხოლოდ საკრებულოს წევრებმა, პოლიტიკური საბჭოს წევრებმა და ა.შ., მაგრამ არის მეორე მოსაზრება და მე მხარს ამ მოსაზრებას ვუჭერ, რომ არჩევნები იყოს ძალიან ფართო, ჩვენი მომხრეების მაქსიმალური ჩართულობით და ის ლეგიტიმაცია, რომელზეც ძალიან ხშირად ლაპარაკობენ ადამიანები, მიღწეული იყოს სწორედ ამ გზით.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" სხვადასხვა დროს, ხმა 700 000 და 800 000 ადამიანსაც მიუცია. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ თუ მათ სურვილი აქვთ, თვითონ მოახდინონ ფორმულირება და კონსტრუირება იმ გუნდის, რომელიც შემდგომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გაუძღვება. ამიტომ, ფართო ჩართულობის მომხრე ვარ, ელექტრონული კენჭისყრაც უნდა იყოს გამოყენებული. ეს არის ტექნიკური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები და ყველაფერ ამაზე სასაუბროდ აუცილებელია, რომ ყველანი ერთად ვიყოთ აქ და ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია უკვე პარტიაში მიმდინარეობს საუბარი და ეს ნიკა მელიას ინიციატივა იყო. ამიტომ იყო სრულად გაუგებარი და აუხსნელი, რომ რაღაც ქონგურებზე შემოდგა ხალხი და თითქოსდა ახალ რამეს ამბობდა, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა ამას. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებული იყოს ის გადაწყვეტილება, რასაც არჩევნებთან დაკავშირებით მივიღებთ. გუშინ რაც მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა შესაძლებლობა, რაღაც უგერგილო ღლიცინის ამ თემაზე. ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთი რამ მე მგონი, აღარ უნდა განმეორდეს," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგი გუშინ გამართეს, სადაც მოითხოვეს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო და სამდივნო ხელახლა დაკომპლექტდეს და ასევე, აირჩეს პარტიის ახალი თავმჯდომარე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა