დავით მათიკაშვილი - „ნაცმოძრაობის“ ოფისში მუშტი-კრივიც კი გამართულა ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის - არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, საზოგადოებამ კარგად იცის რა ხდება

ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწირული - არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან აქვს თავმჯდომარეობის კანდიდატების თაობაზე ინფორმაცია "ქართული ოცნებას".

მათიკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა პოლიტიკურ სპექტრს გააჯანსაღებს.

„იმდენად აშკარაა "ნაციონალური მოძრაობის" რღვევის შედეგად წამოსული იმპულსი, იმდენად კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო, საზოგადოებისთვის ეს კარგად არის ცნობილი. რღვევა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია" დაწყებული მიდის ცალკეულ ოდიოზურ პიროვნებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე. ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწორული. არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება იქ სადაც მიდის უსერიოზულესი ბრძოლა, რადგან სახელმწიფოს მტრულად განწყობილი შიგთავსი ვერ გასტანს დიდხანს და ეს ყველაფერი წაილეკება საკუთარივე გადაწყვეტილებით და ეს არის ძალიან კარგი, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით კეზერაშვილს სურს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი გახდეს. როგორც მან „რუსთავი 2“- თან განაცხადა, კეზერაშვილის ფავორიტები არიან ასევე ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი და მას მერაბიშვილის პარტიაში დაბრუნება სურს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა