ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრების დასახელება არ შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა ორი ქვეყნის მიერ განცდილ დანაკარგებს შორის.

მისივე თქმით, უკრაინა ადამიანებს „საზარბაზნე ხორცად“ არ იყენებს, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ მას არ განუცდია იმდენი მსხვერპლი, რამდენიც რუსეთს.

„როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს, არამედ პირველ რიგში ჩვენი სამხედროების დაცვას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული არტილერია ქვეყანას რუსეთის სამხედრო შეტევის „გატეხაში“ დაეხმარა.

„ჩვენ შევაჩერეთ ისინი, მოვახდინეთ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილის დეოკუპაცია და ამას ნამდვილად შეუწყო ხელი არტილერიამ და ახალმა ტექნოლოგიებმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა