უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ხერსონის ოლქიდან რუსეთის უკანდახევა ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა, მაგრამ ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ

ხერსონის ოლქიდან რუსეთის უკანდახევა ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა, მაგრამ ნაადრევი დასკვნები არ უნდა გამოვიტანოთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარების დნეპრის მეორე მხარეს უკანდახევის “ზეიმი ნაადრევია”.

“ყოველ ჯერზე, როდესაც რუსები ე.წ. კეთილი ნების ჟესტს აკეთებენ და საკუთარ ძალებს “გადააჯგუფებენ”, ეს ხდება უკრაინის ძალიან ეფექტიანი შეიარაღებული ძალების გამო”, - განაცხადა საკმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, უკრაინა “არ შეეცდება მტრის აზრების წაკითხვას” და სამომავლო სამხედრო ოპერაციების ორგანიზებისთვის სადაზვერვო ინფორმაციას დაეყრდნობა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა