უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ზაპოროჟიეს ოლქში ამაგრებენ პოზიციებს

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ზაპოროჟიეს ოლქში ამაგრებენ პოზიციებს

ოკუპანტები ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ზაპოროჟიეს ოლქში ამაგრებენ პოზიციებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“მოწინააღმდეგე ცდილობს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას, ყურადღებას ამახვილებს [უკრაინის] თავდაცვის ძალების სხვადასხვა მიმართულებით შეკავებაზე, აგრძელებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვითი ხაზების აღჭურვას… თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წინსვლის არდაშვების მიზნით, საოკუპაციო ჯარები ზრდიან პოზიციების საფორტიფიკაციო აღჭურვას ზაპოროჟიეს ოლქის დროებით დაკავებულ ტეირიტორიაზე”, - წერია განცხადებაში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი მიმართულებით ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, წინ დღის განმავლობაში პეტროპავლოვკა-ნოვორაისკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 კილომეტრით წინ წაიწიეს და 6 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. მსგავსი ვითარებაა პერვომაისკოე-ხერსონის მიმართულებითაც, სადაც ჩვენმა ჯარებმა 6 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი”, - წერია განცხადებაში.