შალვა პაპუაშვილი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ჩო ჰაინდონგს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა კორეული მხარის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ისაუბრა არაღიარების პოლიტიკაზე და იმედი გამოთქვა, რომ კორეა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას მისცემს ხმას.

„მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებზე. აგრეთვე, მიმოიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის, ვაჭრობა, ინვესტიციები, პირდაპირი ფრენები და სხვა.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ