მედია - მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა - ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს

მდინარე დნიპროზე გამავალი ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა. ის, სავარაუდოდ, ააფეთქეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ამასთან, რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდას“ რეპორტიორი, ალექსანდრე კოტსი „ტელეგრამზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის ცენტრალური მონაკვეთი განადგურებულია.

„ჩემს უკან არის ანტონოვსკის ხიდის ორი ჩანგრეული მონაკვეთი,“ - აცხადებს ჟურნალისტი. მისი თქმით, ხიდი, სავარაუდოდ, რუსული ძალების ჯგუფის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადასვლის დროს ააფეთქეს.

ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა, მთლიანად დატოვეს ქალაქი ხერსონი და ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს უკრაინის დროშა ხერსონის ცენტრში, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა