გიგი წერეთელი - „ალდეს“ ინიციატივა კარგია, თუმცა მთავარი, ხელისუფლების რეაქციაა - უნდა ესმოდეთ, რომ გვარამიას პატიმრობა ევროპასთან დაახლოების საკითხში ხელისშემშლელია

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე „ალდეს“ პეტიცია კარგია, თუმცა მთავარი საქართველოს ხელისუფლების რეაქციაა.

მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ გვარამიას პატიმრობა ევროპასთან დაახლოების საკითხში ხელის შემშლელია.

„ახლა „ალდეს“ ინიციატივა მიმართვების სახით არის კარგი, სხვა საქმეა, რა შედეგს გამოიღებს. ასევე ევროპის სახალხო პარტია, ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპარლამენტში არაერთხელ შეეხო ამ საკითხს და რამდენიმე რეზოლუციაშიც გახმოვანდა, ასევე იყო ცალკეული ლიდერების განცხადებებიც და კიდევ ბევრი ასეთი იქნება, ოღონდ მთავარია საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ის ხელისუფლებაშია, რა რეაქცია ექნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა ძალიან დიდი ხელის შემშლელია საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების პროცესში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებისთვის მძიმეა ჰყავდეს ოპოზიციონერი მედია-მენეჯერი საპატიმროში.

„ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე საკითხად ევროინტეგრაციის პროცესში და ზოგადადაც, როგორც ცალკე აღებული საკითხი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებისთვის მძიმეა ჰყავდეს ოპოზიციონერი მედია-მენეჯერი საპატიმროში და ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან ბევრი გამოხმაურება, არის კიდეც“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა