უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას, ზოგან დამცველებმა უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„თავდაცვითი ძალები განაგრძობენ უკრაინული მიწების გათავისუფლებას ხერსონის მიმართულებით. წარმატებული შეტევითი ოპერაციების დროს ჩვენი ჯარების მოწინავე ნაწილებმა ზოგან უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. რიგ დასახლებებში მტრის იდენტიფიცირებისა და განადგურების ღონისძიებები მიმდინარეობს. ოპერაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შედეგების ოფიციალური გავრცელება მოგვიანებით მოხდება. მტრის ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებისკენ ცალკეული მიმართულებით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ჩრდილოეთით, თავდაცვითი ხაზების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის გაუმჯობესებისკენ“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად, რუსეთის ფედერაციის დამპყრობელთა არმია ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა