ვოლოდიმირ ზელენსკი - ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე -  უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს

დღეს ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ , - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ხერსონში შესვლის შესახებ ინფორმაციაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან და შესვლას დაიწყებენ უკრაინელი ჯარისკაცებიც.

“დღეს ისტორიული დღეა. ხერსონს ვიბრუნებთ. ამ მომენტისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის მისადგომებში არიან, სულ ცოტა რჩება და შესვლას დავიწყებთ. მაგრამ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები უკვე ქალაქში არიან. ხერსონელები ელოდებოდნენ. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედი ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს თავისას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ უხარია იმის ნახვა, რომ მუქარების მიუხედავად ხალხს უკრაინის სჯეროდა და უკრაინის დროშებს ინახავდნენ.

“და როდესაც ქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა გაწმენდილი მტრისგან - თავად ხერსონელები უკვე იშორებენ ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლიკას და ხერსონში ოკუპანტების ყოფნის ნებისმიერ კვალს. ასევე იყო ყველა სხვა ქალაქში, რომელიც ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს. ასევე იქნება იმ ქალაქებში, რომლებიც ჯერ კიდევ ელიან ჩვენს დაბრუნებას. უკრაინა თავის ყველა ხალხთან მივა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს