თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს.

„როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახან მოიპოვეს არაჩვეულებრივი გამარჯვება, სადაც ერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო ამ ომში, ახლა ისევ უკრაინის დროშის ქვეშ არის, ეს საკმაოდ ღირსშესანიშნავი რამაა“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, ხერსონში გამარჯვებას უფრო ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსების მდინარის გაღმა განდევნის შესაძლებლობა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო.

„ეს დიდი მომენტია და განპირობებულია უკრაინელების წარმოუდგენელი სიმტკიცით და ოსტატობით, რომელსაც მხარს უჭერს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების ერთიანი მხარდაჭერა“, - აღნიშნა სალივანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს