უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს, შესაძლოა, უკრაინაზე მასიური დარტყმა განახორციელოს

რუსეთმა, შესაძლოა, 15-16 ნოემბერს, მაშინ, როდესაც ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი იმართება, უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევის განხორციელება სცადოს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში დიდი რაოდენობით რაკეტები გამოიყენეს.

„რაკეტებს, რაც ჰქონდათ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, წლების განმავლობაში ამზადებდნენ, ინახავდნენ, გადაჰქონდათ, ათავსებდნენ. რაკეტის დამზადების პროცესი ძალიან რთულია, ეს არ კეთდება ერთ-ორ დღეში. მათ უკრაინაში წარმოუდგენელი რაოდენობის რაკეტები გაუშვეს", - განმარტა იგნატმა.

საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს ძალიან უყვარს სიმბოლური თარიღები, „დიდი ოცეულის“ სამიტი აღიქმება ამ პარადიგმაში და სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი შემდეგი დარტყმის „დიდი ოცეულის“ სამიტის დღეებში განსახორციელებლად ემზადებოდეს. "დიდი ოცეულის სამიტი“ ახლოვდება და მათ ძალიან უყვართ პროვოკაციის მოწყობა ასეთ დღეებში", - აღნიშნა იგნატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა