რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა

რუსეთმა ოკუპირებული ხერსონის რეგიონის ახალ „დედაქალაქად“ გენიჩესკი დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, ე.წ. „რეგიონის ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. „ხელისუფლების“ მთავარი ორგანოები რეგიონის „დროებით დედაქალაქში“ განლაგდა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან საკუთარი ჯარების გაყვანის პროცესი დაასრულა. გუშინვე ქალაქ ხერსონში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ და ქვეყნის დროშა აღმართეს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა