უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, მტერმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც გამოიყენა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა და დაახლოებით 60 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები შვიდი დასახლების ტერიტორიაზე მოიგერიეს.

„გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას, ნოვოსელივსკეს, სტელმახოვსკის დასახლებებში და დონბასში, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, ვოდიანესა და მარინკას დასახლებებში. მტერი არ წყვეტს ჩვენი ქვედანაყოფების, დასახლებების და პოზიციების დაბომბვას და ახორციელებს საჰაერო დაზვერვას. აგრძელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო დასახლებების შენობებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევით“, - აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო