ჯოზეფ ბორელი - რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია

უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მან კომენტარი გააკეთა სპეკულაციებზე იმის შესახებ, რომ დასავლეთი, შესაძლოა, კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებდეს.

„უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობა მათი მხარდაჭერაა", - განაცხადა დიპლომატმა.

ცნობისათვის, ბრიუსელში დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება. დღეს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების, ხვალ კი - თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრებზე, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასაც განიხილავენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს