ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ქალაქის მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც რუსეთის ოკუპაციას დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გაუძლეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის მოსალოდნელი უკრაინული ძალების წინსვლა, ზელენსკიმ უპასუხა, არა „მოსკოვისკენ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიებით“.

მოგვიანებით, ზელენსკიმ ოფიციალურ Telegram არხზე ხერსონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით, "ხერსონი - უკრაინაა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა