ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. ამის შესახებ ბაიდენმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა ხერსონიდან რუსეთის უკან დახევას ომში გარდამტეხ მომენტად და მზად არის თუ არა შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს უკრაინას გამოცხადებული მიზნის მიღწევაში - მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაში.

„ეს არის უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე ვერაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, მონდომებას და შესაძლებლობებს. ისინი მართლაც არაჩვეულებრივი იყვნენ", - განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას“.

„ჩვენ ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ მოლაპარაკებებში, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელებმა უნდა მიიღონ", - განაცხადა ბაიდენმა რუსეთთან პოტენციური მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხერსონის გათავისუფლებას უკრაინის მნიშვნელოვან გამარჯვებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. ამის შესახებ ბაიდენმა ბალიზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაიდენმა უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა ხერსონიდან რუსეთის უკან დახევას ომში გარდამტეხ მომენტად და მზად არის თუ არა შეერთებული შტატები მხარი დაუჭიროს უკრაინას გამოცხადებული მიზნის მიღწევაში - მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლებაში.

„ეს არის უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვება. მე ვერაფერს გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მივესალმო უკრაინელი ხალხისა და უკრაინელი სამხედროების გამბედაობას, მონდომებას და შესაძლებლობებს. ისინი მართლაც არაჩვეულებრივი იყვნენ", - განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის თავდაცვის შესაძლებლობების მიწოდებას“.

„ჩვენ ასევე, არ ვაპირებთ მონაწილეობას არცერთ მოლაპარაკებებში, არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინელებმა უნდა მიიღონ", - განაცხადა ბაიდენმა რუსეთთან პოტენციური მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს