მარიუპოლის საკრებულო - ქალაქში ყოველკვირეულად 150 ადამიანი იღუპება - ქალაქი კვდება ოკუპაციის შედეგად

მარიუპოლის საკრებულო - ქალაქში ყოველკვირეულად 150 ადამიანი იღუპება - ქალაქი კვდება ოკუპაციის შედეგად

დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება. მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ქალაქში სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 4-5-ჯერ გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინა მაჩვენებელთან შედარებით.

„მარიუპოლში კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი იღუპება. ეს არის თითქმის 25 ადამიანი ყოველდღიურად. ბავშვები თითქმის არასოდეს იბადებიან. ქალაქი კვდება ოკუპაციის შედეგად", - ნათქვამია მოხსენებაში.