ვალერი ზალუჟნი - ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა - მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია

უკრაინელი სამხედროები არ მიიღებს მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„დავარწმუნე, რომ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანი რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირი პირობებით არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, – წერს ზალუჟნი.

ზალუჟნიმ ამერიკელ კოლეგას გააცნო ოპერატიული ვითარება და თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები და აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდებიან ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე მოწინააღმდეგის მოქმედებებს. "ჩვენ ვაშენებთ საიმედო ფარს, რათა დავიცვათ უკრაინა ჩრდილოეთის მხრიდან", - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები, მიუხედავად საოკუპაციო ძალების სასტიკი წინააღმდეგობისა, აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ხარკოვის მიმართულებით. ხერსონის მიმართულებით კი ახორციელებენ სტაბილიზაციის ზომებს და აძლიერებენ თავდაცვის ხაზებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო