ოლექსი დანილოვი - ხერსონისთვის არსებობს ორი საფრთხე - ნაღმები და დნეპრის მარცხენა სანაპიროდან დაბობვის საფრთხე

ოლექსი დანილოვი - ხერსონისთვის არსებობს ორი საფრთხე - ნაღმები და დნეპრის მარცხენა სანაპიროდან დაბობვის საფრთხე

ხერსონისთვის არსებობს ორი საფრთხე - ნაღმები და ოკუპანტების აუფეთქებელი ჭურვები და ქალაქის შესაძლო დაბომბვა დნეპრის მარცხენა სანაპიროდან, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

"რაც შეეხება ხერსონს, არსებობს ორი საფრთხე. პირველი არის უშუალოდ ტერიტორიაზე, ტერორისტების მიერ დატოვებული ნივთები. საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ლეტალური შემთხვევები, როდესაც გამნამღმველები დაიღუპნენ", - განაცხადა დანილოვმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ხერსონში დაბრუნება არ იჩქარონ.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არიან განლაგებული, ხერსონის დაბომბვას თუ დაიწყებენ, პასუხი გვაქვს. მაგრამ მათი ქცევიდან გამომდინარე, დღეს ხერსონის ტერიტორიაზე 100%-იან კონტროლს ვერ ვუზრუნველყოფთ, ამიტომ ხაზგასმით აღვნიშნავთ, არ იჩქაროთ დაბრუნება“, - განაცხადა დანილოვმა.