პრემიერი - ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ერთგული პარტნიორები ვართ ევროკავშირის და შეგვიძლია ვიყოთ მიმწოდებელი მწვანე ენერგეტიკის

საქართველოს შეუძლია უფრო მეტად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, საკუთარი ადგილმდებარეობა. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ერთგული პარტნიორები ვართ ევროკავშირის და შეგვიძლია ვიყოთ მიმწოდებელი მწვანე ენერგეტიკის, ელექტროენერგიის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ამ ეტაპისთვის, თავისი შესაძლებლობების დაახლოებით, 27%-ს იყენებს.

“საქართველოს შეუძლია უფრო მეტად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი, საკუთარი ადგილმდებარეობა. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ერთგული პარტნიორები ვართ ევროკავშირის და შეგვიძლია ვიყოთ მიმწოდებელი მწვანე ენერგეტიკის, ელექტროენერგიის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი რომ ვიყოთ მწარმოებელი მწვანე ენერგიის, გვაქვს ჰიდრორესურსების გამოუყენებელი პოტენციალი. ქვეყანა ამ ეტაპისთვის, თავისი შესაძლებლობების დაახლოებით 27%-ს იყენებს. ჩვენ გვაქვს 26 ათასი მდინარე და ამის გარდა, დიდი შესაძლებლობები ქარის და მზის ენერგიის წარმოების. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს საერთო პროექტს - შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტს. ინტერნეტკაბელი, ენერჯიტერმინალი და უამრავი პროექტია, რომელზეც ჩვენ ყველნი ერთად ვმუშაობ. ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, რომელზეც ყველა მიმდინარე პროექტს განვიხილავთ. კიდევ ერთხელ მინდა ევროკომისარს და მის დელეგაციას მადლობა ვუთხრა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა