რუსეთის თავდასხმების გამო, კიევის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსეთის თავდასხმების გამო, კიევის მოსახლეობის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

„მასობრივი სარაკეტო თავდასხმის გამო, ეროვნული ენერგეტიკული კომპანიის „უკრენერგოს” გადაწყვეტილებით, ენერგეტიკოსებმა დაიწყეს შუქის საგანგებო გათიშვა მთელს უკრაინაში. კერძოდ, დედაქალაქშიც.

ეს აუცილებელი ნაბიჯია ენერგოსისტემის დაბალანსებისთვისა და აღჭურვილობაზე ავარიების ასარიდებლად.

წინასწარი ცნობით, დედაქალაქში შუქის გარეშე მომხმარებელთა როგორც მინიმუმ ნახევარი დარჩა”, - წერს კლიჩკო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა