რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დღეს ასამდე რაკეტა გაისროლა

15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა ასამდე რაკეტა გაისროლეს უკრაინის მიმართულებით, რითაც გადააჭარბეს 10 ოქტომბრის მასობრივ სარაკეტო თავდასხმას, როდესაც ოკუპანტებმა უკრაინაში 84 რაკეტა გაისროლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

„საჰაერო თავდაცვა მუშაობს. ეს არის მასობრივი სარაკეტო თავდასხმა. კრიტიკული ინფრასტრუქტურა პირველი სამიზნეა. მაგრამ, სამწუხაროდ, რაკეტები საცხოვრებელ შენობებსაც მოხვდა", - განაცხადა იგნატმა.

სარაკეტო დარტყმა დაფიქსირდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყნის ყველა რეგიონში. ამის შესახებ „უკრენერგოს“ Telegram-ის შეტყობინებაშია ნათქვამი.

„რაშისტები" კვლავ ცდილობენ ქვეყანაში განათების გამორთვას. ახალი მასშტაბური სარაკეტო შეტევის დროს დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. შეტევა ჯერ კიდევ გრძელდება, ზარალის სრულ ხარისხს ჯერ ვერ დავასახელებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა