Reuters - ნატო-ს ელჩები, პოლონეთის მოთხოვნით, შეხვედრას გამართავენ

ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ელჩები, პოლონეთის მთავრობის მოთხოვნით, ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, დღეს შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ წამოაყენონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით თუკი ეს წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება.
ერთ-ერთმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ ზუსტად როგორ მოხდა ინციდენტი.

























