უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს რუსეთის გარიცხვისკენ მოუწოდებს

უკრაინის უმაღლესი რადა G20-ს მოუწოდებს რუსეთი გარიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ოთხშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე აღნიშნული N8203 დადგენილების პროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 310-მა ეროვნულმა დეპუტატმა.

აღნიშნული გადაწყვეტილების არგუმენტად უმაღლესი რადა რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულად განადგურებას ასახელებს, რასაც გენოციდის ყველა ნიშანი გააჩნია, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორიზება ხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა