ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ პოლონეთში რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიების მუშაობას

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ პოლონეთში რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიების მუშაობას

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ უკრაინელმა ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღონ პოლონეთში ფრთოსანი რაკეტის ჩამოვარდნის გამოძიებაში.

მისი ინფორმაციით, პოლონეთში არსებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხია პოლონეთში არსებული ვითარება, ყველა იმ გარემოების გარკვევა, თუ როგორ გადაკვეთა რუსულმა აგრესიამ პოლონეთის საზღვარი. უკრაინის პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა: ვცდილობთ, დავადგინოთ ყველა დეტალი, ყველა ფაქტი. სწორედ ამიტომ, საჭიროა, ჩვენი სპეციალისტები შეუერთდნენ საერთაშორისო გამოძიების მუშაობას და მიიღონ წვდომა ყველა მონაცემზე, რაც ხელმისაწვდომია პარტნიორებისთვის და აფეთქების ადგილზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.