ოლექსი რეზნიკოვი რამშტეინის შეხვედრაზე - თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი უკრაინის უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ უკრაინა პარტნიორების მადლობელია მხარდაჭერისა და ახალი ინიციატივებისთვის.
„„რამშტეინ 7“ რამდენიმე სიტყვით : თავისუფალი მსოფლიო ჩვენთანაა მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და ახალი ინიციატივებისთვის. ველით დიდ შედეგებს გერმანიაში მომავალ შეხვედრამდე“, - წერს რეზნიკოვი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა „რამშტეინის“ ფორმატში გუშინ გაიმართა.

























