მარკ მილი უკრაინის ომზე - სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია

მარკ მილი უკრაინის ომზე - სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია

აშშ-ის არმიის გენერალი, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ მილი ბოლო პერიოდში უკრაინის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას პოზიტიურ მოვლენად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწრაფად გამარჯვებისა და ომის უახლოეს მომავალში დასრულების შანსი მინიმალურია.

მისი თქმით, რუსეთს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამიტომ უკრიანულმა მხარემ სათანადო სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

მარკ მილიმ ასევე განაცხადა, რომ რუსებმა ომი სტრატეგიულად და ტაქტიკურად უკვე წააგეს, უკრიანელები კი ყოველდღიურად ახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.