საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამის ბაკალავრებს ფრანგული დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის დირექტორმა, კამილ ნორამ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის (l’Université de Rennes 1) დიპლომები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კურსდამთავრებულებისთვის ფრანგული დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რიშარ რეკენა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ქვარცხავა, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განცხადებით, ქართული და ფრანგული უნივერსიტეტების დიპლომები, სასურსათო ტექნოლოგიების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, სტუ-ის კურსდამთავრებულთა რიგით მეორე გამოშვებამ მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის რენ 1-ს შორის თანამშრომლობა ეტაპობრივად ფართოვდება. სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა უკვე მეორე გამოშვებამ მოიპოვა ერთდროულად ორი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ის დიპლომები. ეს სერიოზული მიღწევა სტუდენტებისა და მათი პროფესორ-მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სასურსათო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, ჩვენი უნივერსიტეტის 4-მა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირების სრული კურსი საფრანგეთში გაიარა. ვულოცავ ჩვენს ბაკალავრებს ამ დიდ წარმატებას და ვიმედოვნებთ, ისინი სწავლას მომდევნო საფეხურზე, მაგისტრატურაშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ. მადლობას ვუხდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს და ფრანგულ მხარეს საგანმანათლებლო პროცესის ორმხრივად მხარდაჭერისთვის. ასევე, დიდი მადლობა ბატონ რიშარ რეკენას - ელჩის რეზიდენციაში საზეიმო ღონისძიების გამართვისთვის“, - აღნიშნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

სტუდენტებს ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ქვარცხავამ და პროგრამის თანახელმძღვანელებმა: სტუ-ის პროფესორმა, მალხაზ ბერეჟიანმა და უნივერსიტეტ რენ 1-ის პროფესორმა, ელენ მარფენგმა.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სასურსათო ტექნოლოგიების ერთობლივი პროგრამა ახალ ეტაპზე გადავიდა და მიმდინარე სასწავლო წლიდან, ერასმუს პლუსის ფარგლებში, სტუდენტთა ადგილების რაოდენობა გაიზარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო