შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის 287 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემას მხარი დაუჭირა

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის რეკორდული, 287 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადაცემას მხარი დაუჭირა.
სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა, ჯავშანტექნიკა, ინდივიდუალური ეკიპირება, კერძოდ კი ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტები და სხეულის დაცვის საშუალებები, ქვემეხების დამიზნების აღჭურვილობა, კარვები და და სხვა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა აღნიშნა, რომ აღნიშნული სამხედრო დახმარების პაკეტი ყველაზე დიდია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ - მისი ღირებულება 1 მილიარდი შვედური კრონით უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული ყველა წინა პაკეტის.
ცნობისთვის, აღნიშნული პაკეტის ღირებულება 3.0078 მილიარდ შვედურ კრონას შეადგენს (დაახლოებით 287 მილიონი აშშ დოლარი).
“აშკარაა, რომ უკრაინა კარგად იცავს თავს რუსეთის თავდასხმისგან, მოლოდინებზე გაცილებით უკეთ, და ამის ნაწილობრივი ახსნა სხვა ქვეყნების მხრიდან ფართო დახმარებაა”, - თქვა კრისტერსონმა 16 ნოემბერს.

























