ზაპოროჟიეს ქალაქ ვოლნიანსკში კორპუსის ნანგრევებიდან შვიდი ადამიანის ცხედრის ამოყვანა მოხერხდა

ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ ვოლნიანსკის საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც ღამით რუსული რაკეტა მოხვდა, შვიდი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო Telegram-ზე წერს.
„ამჟამად ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია 7 გარდაცვლილი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ კიდევ იყოს ხალხი. სახლში 4 ოჯახი ცხოვრობდა - მინიმუმ 8 ადამიანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ადგილობრივი დროით, 15:30 საათისთვის მაშველებმა 70 ტონამდე სამშენებლო ნაგებობის დემონტაჟი განახორციელეს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ სამუშაოები ღამით არ შეჩერდება.
სამუშაოებში ჩართულია კომუნალური სამსახურის 7 ერთეული ტექნიკა და 39 მაშველი, ასევე 25 მოხალისე კომუნალური სამსახურებიდან.
ქალაქ ვოლნიანსკში 17 ნოემბრის ღამეს რუსული რაკეტა საცხოვრებელ შენობებს მოხვდა.

























