უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 83 830 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 83 830 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 420 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 885 ტანკს, 5 815 ჯავშანტექნიკას, 278 საბრძოლო თვითმფრინავს და 261 ვერტმფრენს და 16 გემს.

























