მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა არასოდეს დაუჩოქებს რუსებს - ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უარყოფს „შეთქმულების თეორიებს“ იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა დანებებას აპირებს.

„ნებისმიერი შეთქმულების თეორია "უკრაინის ჩაბარების" ან პუტინთან დასავლეთის ფარული მოლაპარაკებების შესახებ არ ითვალისწინებს "წვრილმან დეტალს". უკრაინელებს. ასეთი შეთანხმებების განხორციელება შეუძლებელია. უკრაინა რუსებს არასოდეს დაუჩოქებს. ეს არ არის პოლიტიკის საკითხი, ეს ჩვენი არსებობის საკითხია“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“