უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან სამი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან სამი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან სამი საზღვაო ქვეითი დააბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცალკეული საზღვაო ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გათავისუფლებულ სამხედროებს პირველადი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტყვეთა გაცვლის ერთადერთი რეალური მოდელი არის ფორმულა : „ყველა ყველასათვის“.