ჯანმო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე 703 თავდასხმა დაფიქსირდა - ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე 703 თავდასხმა დაფიქსირდა.

კიევში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ასეთი თავდასხმები „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევაა“.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო, ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს - განიცდიან საწვავის, წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობას.

"სამშობიარო განყოფილებებს - ინკუბატორები, სისხლის ბანკებს - მაცივრები, ინტენსიური თერაპიის საწოლებს კი ვენტილატორები სჭირდებათ. ყოველივე ეს ენერგიას საჭიროებს", - განაცხადა კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის თქმითვე, უკრაინაში 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კლუგე მოწოდებით გამოვიდა უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფანი შეიქმნას, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში დახმარება შევა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში