ლოიდ ოსტინი - უკრაინელები მზად იქნებიან ზამთრის თვეებში საბრძოლველად და იქნებიან ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები

შეერთებული შტატები მოწოდებულია, უკრაინის ძალებს მიაწოდოს საჭირო აღჭურვილობა და იარაღი ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად, რათა უკრაინამ შეძლოს დაიბრუნოს ყველა სუვერენული ტერიტორია, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა ინდონეზიაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ბევრი წარმატება ბრძოლის ველზე და ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვეცდებით მოვამზადოთ უკრაინელები ზამთრის პირობებისთვის და მივცეთ მათ შესაძლებლობა, განახორციელონ ზეწოლა მოწინააღმდეგეებზე ზამთრის ცივი თვეების დროს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ აშშ-ის დახმარების საშუალებით, უკრაინელები მზად იქნებიან ზამთრის თვეებში საბრძოლველად და იქნებიან "ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები".

ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება