კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება - ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან უპასუხა დასმულ კითხვას არის თუ არა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, რაზეც აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ქვეყნაში ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე გეტყვით ჩემ დამოკიდებულებას, ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენ ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენ ქვეყანას, ხალხს. საქველმოქმედო ფონის „ქართუს“ მიერ აღდგა ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ძალიან ბევრი სკოლა, საბავშვო ბაღი, კონკრეტული პროექტები განხორციელდა. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამასთან დაკავშირებით თქვენ გაქვთ ინფორმაცია და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეგიძლიათ სიმართლე უთხრათ. ამავდროულად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო იმ კრიმინალური, სისხლიანი რეჟიმის დასრულება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ადამიანს განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში და მისი ჩართულობით და უშუალო მონაწილეობით არჩევნების, მშვიდობიანი გზით მოხდა იმ სისხლიანი რეჟიმის ჩამოშორება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. მესმის, რომ თქვენ ეს არ გსიამოვნებთ და ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემაა, პრობლემაა ამ ადამიანის ავტორიტეტი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ადამიანის, „ქართული ოცნების“ მიმართ; შესაბამისად, ამით ყველაფერია ნათქვამი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ვერ იგრძნო ხალხმა ბიძინა ივანიშვილის „კეთილი ხელი“? - კალაძემ აღნიშნა, რომ ხალხმა რაც იგრძნო და როგორ ცხოვრობს, ეს ყველაფერი არჩევნების დროს იკვეთება.

„არჩევნების დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა იღებს იმ გადაწყვეტილებას რითაც დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად, „ქართული ოცნება“ მესამე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის პასუხი თქვენ კითხვაზე და დამოკიდებულება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიმართ“,- განაცხადა კალაძემ.

იქნება თუ არა „ქართული ოცნება“ 2030 წლამდე ხელისუფლებაში, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი განმარტავს, რომ ეს მოსახლეობაზე და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს