გაერო - უკრაინაში 6 595 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის მიერ შეირაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 2 575 კაცია, 1767- ქალი, 172 -გოგონა და 206- ბიჭი. დაღუპულთაგან 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.

გაერო განმარტავს, რომ მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა, 9 277 დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაფიქსირდა.

გაერო განმარტავს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებიდან ინფორმაციის მიღება გვიანდება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ