ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ორი ათასი ქალაქი და სოფელი უნდა გაათავისუფლონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის მერებისა და მუნიციპალიტეტების მეთაურების კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მთლიანობაში, ქალაქებისა და სოფლების რაოდენობა, რომელთა გათავისუფლება და აღდგენაც მოგვიწევს - დაახლოებით ორი ათასია.

მათგან მინიმუმ ათეულები სრულიად განადგურებულია რუსული არმიის დარტყმების შედეგად, მაგალითად მარიუპოლი და ვოლნოვახა.

როდესაც გათავისუფლებულ ტერიტორიაზე უკრაინული დროშა ბრუნდება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მასთან ერთად ნორმალური ცხოვრებაც დაბრუნდეს. ამიტომაა უკრაინა ასე მადლიერი ყველასი, ვინც მხარს გვიჭერს ჩვენ, ჩვენს თავდაცვას, ფინანსებს, აღდგენას. ეს ფაქტობრივად სიცოცხლის გადარჩენაში დახმარებაა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურას მთლიანად ანადგურებენ, ხოლო როდესაც გარბიან - იპარავენ მთელს აღჭურვილობას, რომელიც ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფდა.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს