მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას ლოგისტიკა აფერხებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლების პროცესი ლოგისტიკის გამო შენელებულია.
მისი თქმით, ფრონტზე საომარი მოქმედებების ინტენსივობა ძალიან მაღალია. მტერი ყოველდღიურად ახორციელებს ათასობით დარტყმას უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე.
"დეოკუპაციის პროცესს ანელებს იარაღის ლოგისტიკური მიწოდება. ომის ინტენსივობა ძალიან მაღალია - ყოველდღიურად 60 000 დაბომბვა ჩვენს პოზიციებზე. რა თქმა უნდა, იარაღის მოცულობა, რომელიც უნდა მივიღოთ - კერძოდ, გარკვეული ჭურვები - უზარმაზარია და ამის სწრაფად გაკეთება ლოგისტიკურად რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით", - აღნიშნა პოდოლიაკმა.

























