ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამშობიაროს დაბომბვაზე - მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმა, რა დროსაც ახალშობილი გარდაიცვალა. შემთხვევა ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ვილნიანსკში მოხდა.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ბავშვის დედა და ექიმი საავადმყოფოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

„ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვილნიანსკი უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქია. ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს