ირაკლი ნადირაძე - ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, მისი „ფეისბუქ“ პოსტი, რომ საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს, ეხება რუს ოლიგარქ ივანიშვილს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ აინტერესებს. აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმურა მერაბიშვილის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს ეძღვნებოდა.

ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. შესაბამისად, მისი პოსტი, რომ საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს, ეს ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დღეს ქვეყანაში დამყარებული აქვს ავტორიტარული რეჟიმი, კლავს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყანას აბრუნებს რუსულ ორბიტაზე. ამიტომ, დიახ, ამ ქვეყანამ, როგორც 2003 წელს ისე უნდა გაიმარჯვოს სიბნელეზე, ბოროტებასა და რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე. ის როგორც რიგითი მხარდამჭერი და დამფუძნებელი აკეთებს ამ განცხადებას”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთველის გამზირზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა “ფეისბუქზე” შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:“23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს