უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტების სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 36 დაიჭრა

დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 36 დაიჭრა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. “ჯამში უკრაინის მასშტაბით ამ მომენტისთვის ჩვენი 6 მოქალაქის გარდაცვალება დავაფიქსირეთ, 36 პირი დაჭრილია. ეს არის მტრის მიერ ჩვენი ქვეყნის შუადღის დაბომბვის შედეგი”, - განაცხადა კლიმენკომ.

























