ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია

რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დღევანდელი სარაკეტო დამომბვის შესახებ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, რისთვისაც ყველა ევროპარლამენტარს მადლობას უხდის.

„რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, როდესაც ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ხალხის წინააღმდეგ 67 რაკეტა გამოიყენა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ქვეყნის მეთაურმა მიუსამძიმრა უკრაინელებს, ვინც დღევანდელი დაბომბვის შედეგად ახლობლები დაკარგა.

“შედეგი ტრაგიკულია - დაჭრილების დიდი რაოდენობაა, არიან გარდაცვლილები. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ყველამ, ვინც ნათესავები და ახლობლები დაკარგეთ. რაც შეეხება ელექტროენერგიას და წყალმომარაგებას, ყველა მუშაობს: ენერგეტიკოსები, საგანგებო სიტუაციების სამსახური, ადგილობრივი მთავრობები. ამოცანა დასახულია. ამ ყველაფერს აღვადგენთ, რადგან ჩვენ უძლეველი ხალხი ვართ. მადლობა ყველა თქვენგანს, თავს გაუფრთხილდით”, -განაცხადა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა