ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-მ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას - მსოფლიო არ უნდა იყოს  საერთაშორისო ტერორისტის მძევალი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო დარტყმის გამო მოიწვიეს, შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას და რუსული აგრესია დაგმონ.

“როდესაც ჩვენ გვაქვს ტემპერატურა ნულის ქვემოთ და მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის, გათბობის, წყლის გარეშე, ეს აშკარად კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. ველოდებით მსოფლიოს ძლიერ რეაქციას რუსულ ტერორზე. ველოდებით პარტნიორების რეაქციას. ველოდებით მეგობრების რეაქციას - არა მხოლოდ დამკვირვებლების. ჩვენ ველით ყველა იმ ადამიანის რეაქციას, ვინც ნამდვილად აღიარებს გაერო-ს წესდებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა უშიშროების საბჭოს სთავაზობს რეზოლუციას, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას.

„უკრაინა სთავაზობს უშიშროების საბჭოს, მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას. აუცილებელია ზარალისა და განადგურების სათანადო შეფასება. უნდა ითქვას, რომ ეს არის დარტყმები იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთს გაერო-ში ვეტოს უფლება უნდა ჩამოერთვას.

„სისულელეა, რომ ვეტოს უფლება აქვს მას, ვინც კრიმინალურ ომს აწარმოებს. აუცილებელია მსოფლიოს ამ ჩიხიდან გამოყვანა. აბსოლუტურად შესაძლებელია. მსოფლიო არ უნდა იყოს საერთაშორისო ტერორისტის მძევალი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრო გენერატორი გაერო-ს წესდებაზე უფრო მძლავრ და საჭირო იარაღად იქცეს. ჩვენ უნდა და შეგვიძლია დავუბრუნოთ რეალური მნიშვნელობა ყველაფერს - და უპირველეს ყოვლისა გაერო-ს წესდებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა