დიმიტრი პესკოვი - უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყდება, თუ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს შეასრულებს

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია.

როგორც პესკოვი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია და დაასრულოს ხალხის ტანჯვა რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით.

„უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს (უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია) რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებით და შესაბამისად, შეწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის ყველანაირი ტანჯვა“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რეგულარულად ბომბავს, რის გამოც, მილიონობით ადამიანი ელექტროენეგიის, წყლისა და გათბობის გარეშე რჩება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა