ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ გადაწყვეტა არ მოიცავს ყირიმის დეოკუპაციას, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე - ეს დროის კარგვაა

ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ყველა მიწა. მიმაჩნია, რომ ბრძოლის ველი არის გზა, როდესაც არ არსებობს დიპლომატია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ შენს მიწას სრულად ვერ დაიბრუნებ, ომი უბრალოდ გაყინულია. მისი განახლება დროის საკითხია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მის თქმით, ყირიმის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგება.

„მესმის, რომ ყველა დაბნეულია შექმნილი სიტუაციით და იმით, რა ბედი ეწევა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისკენ არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „თუ გადაწყვეტა არ მოიცავს დეოკუპაციას და ყირიმი რუსეთის ფედერაციის ნაწილია, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა.”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო