რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში საავადმყოფო დაბომბეს

რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში საავადმყოფო დაზიანდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„მტერმა კვლავ შეუტია ზაპოროჟიეს. ამჯერად რაკეტები საავადმყოფოს მიმდებარედ ჩამოცვივდა. საბედნიეროდ, ადამიანები არ დაშავებულან, იგივეს ვერ ვიტყვით შენობაზე. ათობით ფანჯარა ჩაიმსხვრა“, - წერს სტარუხი „ტვიტერზე“.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ მტერმა ავტოგასამართი სადგური გაანადგურა. „საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა“, - წერს სტარუხი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო